მთავრობის მეთაური "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების საკითხს ეხმიანება
მთავრობის მეთაური "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების საკითხს ეხმიანება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებას ახსენებენ, ზოგადად, რა შედეგები აქვს ომს და რა აიცილა ქვეყანამ 2022 წელს. პრემიერის თქმით, ომისა და მშვიდობის შედარება პრინციპული საკითხია, რათა მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთონ.
