დღეს პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს
დღეს პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს. სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დილიდან ხალხმრავლობაა მემორიალთან. პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან მივიდნენ და 31 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.