იუსტიციის სამინისტრო ბიზნესსექტორს მომსახურების სრულიად განსხვავებულ კონცეფციას მიაწვდის
იუსტიციის სამინისტრო ბიზნესსექტორს მომსახურების სრულიად განსხვავებულ კონცეფციას - „ბიზნეს ასისტენტს“ სთავაზობს. იუსტიციის სახლი პირველი საჯარო უწყებაა, რომელიც ბიზნესს მომსახურებას საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით მიაწვდის. „ბიზნეს ასისტენტი“ სპეციალურად ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთათვის შექმნილი პროდუქტია და საქმიან წრეებს სახელმწიფო სერვისებზე უფრო სწრაფ და კომფორტულ წვდომას სთავაზობს.
