პროტესტი პროვოცირებული მიზნებით
Chiatura Management Company განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება. განცხადებაში წერია, რომ ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ. კომპანიაში საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან. კომპანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობისთვის თანხა უკვე გადახდილი აქვთ
