ნიუ- იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა
ნიუ- იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს კიევისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის დახმარება უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი პირისპირ შეხვედრას დღეს თეთრ სახლში გამართავენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ომში „გამარჯვების გეგმის“ დეტალებს წარმოადგენს.