საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ღირებულებითი განათლების კლუბების პრეზენტაცია გაიმართა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ღირებულებითი განათლების კლუბების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას იმ სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებიც ღირებულებითი განათლების კლუბის პროგრამის საპილოტე სკოლებად შეარჩიეს. ინიციატივის ფარგლებში, პროცესი კომპლექსურია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
