ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება
ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. განცხადებაში წერია, რომ ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ. კომპანიაში საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან. კომპანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობისთვის თანხა უკვე გადახდილი აქვთ.
