მმართველი გუნდისთვის ეკა გიგაურთან დაკავშირებით რამდენიმე ამერიკელი სენატორის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი უცხო ძალის ინტერესებს ატარებს
მმართველი გუნდისთვის ეკა გიგაურთან დაკავშირებით რამდენიმე ამერიკელი სენატორის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი უცხო ძალის ინტერესებს ატარებს. სახელისუფლებო გუნდში კარდინის, რიშის, შაჰინის და რიკეტსის იმ განცხადებას აფასებენ, რომელიც სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ოთხი სენატორი წერს, რომ გიგაური სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამოსვლის გამო ისჯება. ამ რიტორიკას უცვლელად იმეორებს რადიკალური ოპოზიცია.
