ძველი სახეები გახარიას და ხაზარაძის პარტიებში
ძველი სახეები გახარიას და ხაზარაძის პარტიებში. გიორგი მარგველაშვილი ლელოში, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად ძიძიგური გახარიასთან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ორივე პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რეალურად კი ორივე კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს. უმრავლესობის წევრებმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებაც შეაფასეს, რომელმაც თქვა, რომ გახარიასთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა სიაში ვერ მოხვდა, ამის ფორმალურ მიზეზად კი დაუსახელეს , რომ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით
