ხვალ თბილისი გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს.
ხვალ თბილისი გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმისა და მედიის წარმომდგენლები უკვე ჩამოვიდნენ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ეგიდით დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების გახსნამდე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა თბილისი დაათვალიერეს. 2024 წელს ტურიზმის დღის მასპინძლად თბილისი, საქართველოს დელეგაციის ინიციატივით, გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად შეარჩია.
