პარტია „ქართული ოცნება- წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მარნეულში მართავს
პარტია „ქართული ოცნება- წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მარნეულში მართავს. ამჟამად მარნეულის და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, „ქართული ოცნების „ მარნეულის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, და მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, შეხვედრა სპორტსმენებთან გამართეს. შეხვედრაზე ხელისუფლების მიერ სპორტის განვითარებისათვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე
