საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში რთველი გაიმართა
საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში რთველი გაიმართა. რთველში მონაწილეობდნენ ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვები და მათი მშობლები. ცენტრის ბენეფიციარებმა დაათვალიერეს ორგანიზაციის საგამოფენო სივრცე და მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის, საქპატენტის პოლიგრაფიაში დაბეჭდილი საბავშვო ზღაპრები ინტელექტუალური საკუთრებს ობიექტების შესახებ.
