უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. ზუგდიდში ადიდებულმა მდინარემ ჩაიკოვსკის ქუჩაზე საფეხმავლო ხიდი დააზიანა, რამდენიმე სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხაშიც. არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაადგენს.
