მმართველი გუნდისთვის ეკა გიგაურთან დაკავშირებით შაჰინის და რიშის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი უცხო ძალის ინტერესებს ატარებს
მმართველი გუნდისთვის ეკა გიგაურთან დაკავშირებით შაჰინის და რიშის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი უცხო ძალის ინტერესებს ატარებს. სახელისუფლებო გუნდში ორი სენატორის იმ განცხადებას აფასებენ, რომელიც სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რიში და შაჰინი წერენ, რომ გიგაური სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამოსვლის გამო ისჯება. ორი სენატორის რიტორიკას უცვლელად იმეორებს რადიკალური ოპოზიცია.
