პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა
პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმა, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს შეესწრო ორი მოქალაქე, თუმცა მათ პოლიციას მომხდარის შესახებ არ შეატყობინეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
