დაპირებული ახალი სახეების ნაცვლად, ისევ ძველი პოლიტიკოსები
დაპირებული ახალი სახეების ნაცვლად, ისევ ძველი პოლიტიკოსები. გახარიას და ხაზარაძის პარტიები საარჩევნო სიის გაცოცხლებას ძველი სახეებით ცდილობენ. გიორგი მარგველაშვილი ლელოსთან, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად ძიძიგური გახარიასთან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ორივე პარტია კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს, საზოგადოებას კი შეცდომაში ვერ შეიყვანენ.
