კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქვემო ქართლის სპორტულ დაწესებულებებს სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქვემო ქართლის სპორტულ დაწესებულებებს სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში ინვენტარით არა მხოლოდ სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები, არამედ ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების წევრებიც ისარგებლებენ. ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეკიპირების მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ 4 მილიონამდე ლარი დახარჯა.