საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით სისხლის სამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტ სარფის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთში დამალვის გზით, საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს, ჯამში, დაახლოებით ხუთი ათასამდე გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 -დან 11-წლამდე ვადით.
