პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზეც
პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზეც, რომლის მთავარი თემაა „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საკითხზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნისთვის, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობის მქონე წევრი, აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას.
