პრემიერ-მინისტრის სიტყვით მიმართვა - რა გზავნილები გაკეთდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
პრემიერი მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდა. 79-ე სესიაზე, მიმართვისას ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ბევრი ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე. „ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში” - ამბობს პრემიერ- მინისტრი და მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს მიმართავს. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეკონომიკურ წინსვლაზე, ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე და იმაზეც, რომ საქართველო დგას უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, მთავრობა კი მოწოდებულია ქვეყანა ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს.
სიუჟეტის ავტორი: ვარლამ წიკლაური-30-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
