თბილისში, ძიუდოს ახალი ინოვაციური დარბაზი გაიხსნა
თბილისში, ძიუდოს ახალი, ინოვაციური დარბაზი გაიხსნა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. ოთხ ტატამიანი სივრცე 420 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სანზონაში მდებარე უფუნქციო ფართი ძიუდოს ფედერაციას თბილისის მერიამ გადასცა.