ბათუმში, N3-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში, N3-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების 3-სართულიანი შენობა, რომელიც 600 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.
