გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრო-რაიონის მეცხრე კორპუსთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრო-რაიონის მეცხრე კორპუსთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ჯამში, სკვერი 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყობა. ტერიტორიაზე გაკეთდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.
