დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში დაწერა, ირანმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რომლებიც წარუმატებელი იყო, მაგრამ ის კიდევ შეეცდება. ტრამპის განმარტებით, ვითარებას ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები აკვირდებიან.
