თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესია - განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა
თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესია. განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ლიდერებმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხსა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე ისაუბრეს.
