უკრაინის გენშტაბის ცნობით, ფრონტის ხაზზე ყველგან მძიმე ვითარებაა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ფრონტის ხაზზე ყველგან მძიმე ვითარებაა. ოკუპანტი ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს და ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უპირატესობას ფლობს. ყველაზე ცხელი წერტილებია ხარკოვის, კუპიანსკის, ლიმანისა და კიდევ 3 მიმართულებით. უკრაინული მედია -პორტალი „დიპ სტეიტი“, წერს, რომ საოკუპაციო ჯარებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს. მძიმე ბრძოლებია ქალაქ უგლედარის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთი გამუდმებით ბომბავს ქალაქს და ასევე უკრაინული არმიის სამხედრო მომარაგების გზებს ინტენსიურ ცეცხლს უხსნის.
