მეცნიერებათა აკადემიაში მეოთხე საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი გაიხსნა
მეცნიერებათა აკადემიაში მეოთხე საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი გაიხსნა. კონგრესის სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები. სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. კონგრესი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
