სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანიდან ლაგოდეხის სამმართველოს, სასაზღვრო სექტორის მაწიმის დასაცავ მონაკვეთზე უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ტერიტორიაზე შემოვიდნენ. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
