26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ჩოხატაურში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ჩოხატაურში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ქვენობნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი, მინდია დოლიძე და „ქართული ოცნების“ დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით შარაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ წარუდგინეს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ბუკნარში, ქვენობანსა და ბასილეთში, სადაც „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.