სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე ხელს არ აწერს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს
სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე ხელს არ აწერს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს. კანონის ამოქმედებას კი, ათასობით პატიმარი ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი დაკავებულია თაღლითების საქმეებით.
