"მთავარ არხზე" გადაცემაში სტუმრობისას პარტია "ახალის" ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ თანხას ტელევიზიისგან იღებს, თუმცა დღეს თავის ნათქვამს უარყოფს
ნიკა გვარამიას წამოცდენა პირდაპირ ეთერში. "მთავარ არხზე" გადაცემაში სტუმრობისას პარტია "ახალის" ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ თანხას ტელევიზიისგან იღებს, თუმცა დღეს თავის ნათქვამს უარყოფს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გვარამიას ახალი არაფერი უთქვამს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ არსებობს კანონმდებლობის დარღვევა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ნიკა გვარამია ტელევიზიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
