სერბეთის პრეზიდენტის განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას
ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში არ ვართ, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები. ეს სერბეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. ალექსანდრ ვუჩიჩმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში სერბეთს ისევე დაუჭირონ მხარი, როგორც უკრაინას უჭერენ.
