კულტურის მინისტრი, ძველი კინოსტუდიის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
კულტურის მინისტრი, ძველი კინოსტუდიის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე სრულდება ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია. მეცხრამეტე საუკუნეში აგებული შენობა დავით აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც თავდაპირველად აშენდა, როგორც ელიტური საცხოვრებელი სახლი. მოგვიანებით შენობამ თავისი მაღალმხატვრული მნიშვნელობის გამო საზოგადოებრივი ფუნქცია შეითავსა.
