შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 ადამიანი დააკავა. მათ შორის რამდენიმე წარსულში ნასამართლევია. მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით, მოქალაქეებმა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს. ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად გამართულ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც დაკავებულმა დათქმულ ვადაში გადაიხადა. თანხის ნახევარი დავის მოგვარებაში მონაწილე კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადანაწილდა. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
