სამძიმარი გივი შაჰნაზარის ოჯახს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ქვეყანას დააკლდა არა მხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ ღირსეული ადამიანი“,- წერს ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის წერილში. გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ასევე პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძე თანაუგრძნობს გამოჩენილი მოღვაწის ოჯახსა და საზოგადოებას.
