გარე ძალები სუვერენიტეტის წინააღმდეგ
უცხოეთიდან მართული არასამთავრობო სექტორის მავნებლობასა და მათი ქმედებების ნეგატიურ ეფექტზე საუბრობს საზოგადოება „ქართულიც“. ორგანიზაციამ დღეს ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გარედან ზღვარგადასული ჩარევების გამო, საარჩევნო პროცესი უკვე არათანაბარ და უსამართლო გარემოში მიმდინარეობს. საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ 2020 წლის არჩევნების პირველადი შედეგების მიზნობრივი გაყალბების პრეცედენტის შემდეგ, არასამთავრობოების მხრიდან სამართლიან დასკვნას არც ახლა უნდა ველოდოთ და ის ისეთივე იქნება, როგორი მოთხოვნაც გარედან დამკვეთს ექნება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
