ჩარევები წინასაარჩევნო პროცესში
ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება- დემოკრატიული სამყაროს ეს მარტივი აქსიომა პარლამენტის თავმჯდომარემ პარტნიორებსაც შეახსენა და ოპონენტებსაც. საარჩევნო პროცესში გარე ჩარევის მასშტაბი და ინტენსივობა, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის სისუსტის კიდევ ერთი დასტურია. ოპოზიციის გადაწყვეტილება, გარედან იმართებოდეს- „ქართული ოცნების“ შეფასებით, უპერსპექტივო სტრატეგიაა, რომელიც ამომრჩეველზე არ იმუშავებს. შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს ურჩევს- საერთაშორისო წესრიგს დაემორჩილონ, ოპოზიციამ კი, თუ ამის რესურსი აქვს, ქართველ ხალხთან იმუშაოს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
