დონალდ ტრამპის ვაჟიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში აკრიტიკებს
დონალდ ტრამპის ვაჟიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. დონალდ ტრამპ-უმცროსი უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპმა, დაპირების მიუხედავად, არ იცის, როგორ დაასრულოს უკრაინის ომი. „უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც ამერიკელი გადამხდელებისგან მილიარდობით დოლარის დაფინანსება მიიღო, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ბედავს თავს დაესხას რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს და თანაც ამას მას შემდეგ აკეთებს, რაც პროუკრაინელმა ფანატიკოსმა მამაჩემის მოკვლა სცადა.“- აცხადებს დონალდ ტრამპის შვილი.
