გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ კიევისთვის დასავლური იარაღით რუსეთზე დარტყმების ნებართვის საკითხი უკრაინის დასავლელ პარტნიორებს შორის განხეთქილების საბაბია
გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ კიევისთვის დასავლური იარაღით რუსეთზე დარტყმების ნებართვის საკითხი უკრაინის დასავლელ პარტნიორებს შორის განხეთქილების საბაბია. გამოცემის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ჯო ბაიდენისგან კიევისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების არეალზე აკრძალვის მოხსნას ელის, თუმცა თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რითაც ვითარების ესკალაციის თავიდან არიდებას ცდილობს. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, სამხედრო აეროდრომებზე იერიშების შესაძლებლობა უკრაინის პრეზიდენტის გამარჯვების გეგმის ნაწილია. უკრაინა ვაშინგტონისგან ნებართვის გარდა, რუსეთში სამხედრო ობიექტების ზუსტი კოორდინატების გადაცემას ითხოვს.
