უკრაინის პრეზიდენტი ნიუ იორკში ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ნიუ იორკში ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ენერგო-ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსული თავდასხმების სამიზნეა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი უკრაინა, პარტნიორების დახმარებით, მოსახლეობის გათბობისთვის უნდა მოემზადოს.
