ლიბანში, ჰეზბოლას პოზიციებზე ისრაელის მასირებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 558-მდე გაიზარდა
ლიბანში, ჰეზბოლას პოზიციებზე ისრაელის მასირებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 558-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1 800-ზე მეტი ადამიანი. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის 50 ბავშვია. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში იუწყებიან, ლიბანის სხვადასხვა რეგიონში, მასირებული თავდასხმების შედეგად, ჰეზბოლას 1600-ზე მეტი ობიექტი გაანადგურეს. დაჯგუფების პოზიციებზე შეტევები ლიბანში ამ წუთებშიც გრძელდება. პარალელურად, ისრაელი ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმებს იგერიებს. ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის ფონზე თელ-ავივისა და ბეირუთის აეროპორტებში ათობით ავიარეისი გაუქმდა.
