კულტურის და სპორტის სამინისტრომ ახმეტის, თიანეთის, დუშეთის, ხაშურის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებსა და კლუბებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
კულტურის და სპორტის სამინისტრომ ახმეტის, თიანეთის, დუშეთის, ხაშურის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებსა და კლუბებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2023 წელს სამინისტრომ 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების მწვავე დეფიციტი არსებობდა, რაც აფერხებდა სპორტის განვითარებას. შედეგად, სამინისტრომ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჯამში ოთხ მილიონ ლარამდე ღირებულების სპორტული ინვენტარი შეიძინა.
