აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს. ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან მგალობლიშვილმა თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მცხოვრებ დევნილებზე მზრუნველობისა და მათი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
