„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ქვეყანას დააკლდა არა მხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ ღირსეული ადამიანი“,- წერს ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის წერილში. გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ასევე პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე თანაუგრძნობს გამოჩენილი მოღვაწის ოჯახსა და საზოგადოებას.
