ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. ექვსკაციანი დელეგაცია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანაში საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკურ გარემოს აფასებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას სამუშაო ლანჩის ფარგლებში შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე. განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო მოლოდინი. აგრეთვე, ისაუბრეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის საქმიანობასა და გეგმებზე. დელეგაცია უკვე შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს.
