„ქართული ოცნების“ მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და აბაშის დელეგატობის კანდიდატი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნების“ მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და აბაშის დელეგატობის კანდიდატი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს. ილია ინჯია დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მუჟავასა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
