უპრეცედენტო კანონპროექტი, რომელიც ათასობით პატიმარს ეხება
უპრეცედენტო კანონპროექტი, რომელიც ათასობით პატიმარს ეხება, ძალაში ამ დრომდე ვერ შედის, მიზეზი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც კანონს ამნისტიის შესახებ ჯერ ხელს არ აწერს. მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილის ეს ქმედება, კიდევ ერთი, აშკარა დასტურია იმის, რომ რადიკალებისთვის მთავარი არა ადამიანის უფლებები, არამედ საკუთარი, ვიწროპოლიტიკური ინტერესებია. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ნაწილი ამნისტიის კანონპროექტს არა ჰუმანურ აქტს, არამედ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებს. ამნისტიის მასშტაბური კანონპროექტი სამასამდე მუხლს მოიცავს. მიზანი პატიმრების რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება და სამართლიანი ბალანსის დაცვაა- ჰუმანურ აქტსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის.
