გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა
რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა გაეროში გენერალური დებატები. სხდომას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით ხვალ გამოვა და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს. მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს. ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. მხარეებმა განიხილეს მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები და ისაუბრეს ამ გამოწვევების დაძლევის კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
