თავდაცვის სამინისტროს „არმი ჰოლში“, პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს „არმი ჰოლში“, პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საუბარია სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების სოციალურ მხარდაჭერაზე. არმი ჰოლში იმსჯელეს პროფესიული განათლების პროგრამაზე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დასაქმდნენ.
