ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში გაეროს ყოველწლიური დებატების გახსნას დაესწრება. მანამდე მთავრობის მეთაური გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.
